ინგლისში საერთო კარანტინი ცხადდება

ინგლისში საერთო, ეროვნული კარანტინი 5 ნოემბრიდან ამოქმედდება და 2 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ გზით უნდა მოხერხდეს კორონავირუსის მეორე ტალღის შეჩერება.

ჯონსონის თქმით, გაცხადებული ვადით ქვეყანაში დაიხურება პაბები, რესტორნები, მაღაზიები.

“ვითარება იმაზე უარესად ვითარდება, ვიდრე ყველაზე უარესი სცენარით წარმოვიდგენდით. თუ ზომებს არ მივიღებთ, ყოველდღიურად რამდენიმე ათას გარდაცვლილს მივიღებთ”, – თქვა ბორის ჯონსონმა.

ამასთანავე, აღინიშნება, რომ კარანტინი გაზაფხულისგან განსხვავებით შედარებით მსუბუქი იქნება, რადგან ამჯერად სკოლები, საბავშვო ბაღები, უნივერსიტეტები არ დაიხურება, ასევე იმუშავებს პარლამენტი და სასამართლოები.

რაც შეეხება გაერთიანებული სამეფოს დანარჩენ ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ ნაწილებს – ჩრდილოეთ ირლანდიას, უელსსა და შოტლანდიას – ისინი საკუთარ ტერიტორიებზე შეზღუდვებს დამოუკიდებლად აწესებენ, და ამჟამად იქ გაცილებით მკაცრი შეზღუდვებია, ვიდრე ინგლისში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები