აზერბაიჯანმა ვაჰაგან ჩახალიანი საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა – “ინფორმაცია მისი დაღუპვის შესახებ არ დასტურდება”

აზერბაიჯანის პროკურატურამ ვაჰაგან ჩახალიანი საერთაშორისო ძებნაში, მის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებების გამო გამოაცხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ჩახალიანმა 2019 წლის ბოლოს სომხეთის მოქალაქეობა მიიღო, რის გამო 2020 წლის დასაწყისში საქართველოში მისი მოქალაქეობა გაუქმდა. ამის შემდეგ მან საქართველოს შესაბამისი ორგანოებს მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით მიმართა, თუმცა ივნისში მას უარი ეთქვა.

ასევე, აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის მირ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქართულ მედიაში 25 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაცია ჩახალიანის მკვლელობის შესახებ – არ დასტურდება.

“რამდენიმე დღის შემდეგ, სოციალურ ქსელში ჩახალიანის გვერდზე განთავსდა ინფორმაცია, რომ ის აგრძელებს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას”,- აღნიშნავენ უწყებაში.

აზერბაიჯანის ძალოვანი უწყება ჩახალიანს ბრალად აგრესიული საომარი მოქმედებების წარმართვას, განზრახ მკვლელობას, განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში, შეიარაღებული დაჯგუფებების უკანონო ფორმირებას უყენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები