საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა

საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა.

საარჩევნო უბნები მთელი საქართველოს მასშტაბით დაიხურა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ახალი, 120/30-ზე საარჩევნო სისტემით პირველად იმართება.
ცესკო-ს ცნობით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის 3 526 023 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათ შორის საზღვარგარეთ – 14 170, ხოლო საქართველოში 3 511 853 ამომრჩეველი.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეებს ხმის მიცემა 3 657 საარჩევნო უბანზე შეეძლოთ. საზღვრებს გარეთ შექმნილი იყო 52 საარჩევნო უბანი, მათ შორის ორი ავღანეთში. გამონაკლისის სახით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გაიხსნა 11 სპეცუბანი, ხოლო კოვიდპანდემიის გათვალისწინებით, საკარანტინო სივრცეებში, თვითიზოლაციასა და სტაციონარში მყოფი პირებისთვის, რომლებიც ე.წ. სპეცსიებში არიან, 127 კოვიდუბანი გაიხსნა.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულმა 50 პოლიტიკური სუბიექტმა მიიღო მონაწილეობა. 30 მაჟორიტარულ ოლქში 50 პოლიტიკური სუბიექტისა და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, ჯამში 500 მაჟორიტარობის კანდიდატია რეგისტრირებული.
ამომრჩეველი მეათე მოწვევის პარლამენტს ოთხი წლის ვადით, შერეული სისტემით აირჩევს – 120 დეპუტატი პროპორციული საარჩევნო სისტემით აირჩევა, ხოლო 30 – მაჟორიტარული სისტემით.

საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ის პარტია ან საარჩევნო ბლოკი შეძლებს, რომელიც პროპორციული სისტემით ხმების 40 პროცენტზე მეტს მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები