მდინარაძე ინფორმაციას, თითქოს გურიაში საარჩევნო უბანზე მიიყვანეს იზოლაციაში მყოფი პირები, სიცრუეს უწოდებს

“ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, “ნაცმოძრაობა” და მისი დანაყოფები პანიკაში არიან.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კონკრეტული მედიასაშუალებები საარჩევნო უბნებიდან, არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ.

მდინარაძის თქმით, ყოველივე ეს მიზანმიმართულად ხდება.

„ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში გურიიდან, ლაითურის საარჩევნო უბნიდან, ჩაერთო ჟურნალისტი, რომლის თქმითაც, თითქოს საარჩევნო უბანზე მიიყვანეს იზოლაციაში მყოფი პირები, ეს არის სიცრუე.

საუბარია დავითაძეების ოჯახზე, რომელთაც 2 დღის წინ გაუვიდათ იზოლაციის ვადა. ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ მოსახლეობა შეაშინონ, თითქოს იზოლირებული პირები საარჩევნო უბნებზე იმყოფებიან, ვინაიდან “ნაცმოძრაობა” და მისი დანაყოფები პანიკაში არიან. ეს ყველაფერი არის ტყუილი,“ – განაცხადა მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები