თურქეთში, საკონსულოში მიწისძვრასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეების მხრიდან შეტყობინება არ შესულა

თურქეთში, საქართველოს საკონსულოში იზმირის პროვინციაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეების მხრიდან შეტყობინება ამ დრომდე არ შესულა.

ამის შესახებ “კვირას” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

თურქეთის დასავლეთით, იზმირის პროვინციაში დღეს 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

მიწისქვეშა ბიძგები 16,5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიწისძვრა ქვეყნის სხვადასხვა პროვინციაში იგრძნობოდა, მათ შორის, სტამბოლშიც.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები