თამარ არჩუაძე: ვვარაუდობთ, რომ 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში ბიზნესში აქტიურად დაბრუნებას შევძლებთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ხელმძღვანელის თამარ არჩუაძის განცხადებით კრიზისის პირობებში საქართველოს აეროპორტებმა შეძლეს როგორც თანამშრომლების, ისე ბიზნესპარტნიორების შენარჩუნება.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მისი თქმით, პროცესი მარტივი არ იყო, თუმცა მიმდინარე სხვადასხვა ხარჯების შემცირებით “ლოქდაუნის” პირობებში აეროპორტებმა თანამშრომლების შენარჩუნება მოახერხეს.

“შესაძლოა ითქვამს, რომ 2020 წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტები კრიზისს ჯერჯერობით წარმატებულად ვართმევთ თავს. მაქსიმალურად მოხდა ყველა სახის ხარჯის შემცირება, გარდა ოპერირების უწყვეტობისთვის საჭირო ხარჯებისა. ასევე მოხდა პერსონალის კვალიფიკაციისთვის საჭირო ხარჯის შენარჩუნება. ვინაიდან აეროპორტებს გააჩნია სხვადასხვა სახის დივერსიფიცირებული ხარჯები, რომელიც ამ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ იყო, მოვახდინეთ ამ ხარჯების შემცირება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას და თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ს თანამშრომლები არ გაუნთავისუფლებია. დღეისათვის საქართველოს აეროპორტებში დასაქმებულია 2500 თანამშრომელზე მეტი, ისინი ყველა ინარჩუნებენ თავიანთ პოზიციებს და სხვადასხვა გრაფიკის მიხედვით აგრძელებენ სამუშაოებს, რათა არ დაკარგონ მათთვის მნიშვნელოვანი კვალიფიკაცია და გააგრძელონ უწყვეტი მუშაობა ფრენების აღდგენისთანავე”, – აცხადებს EuroNews Georgia- სთან “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორი.

რაც შეეხება პანდემიის პირობებში უსაფრთხო მგზავრობას, თამარ არჩუაძე ამბობს, რომ საქართველოს აეროპორტებში განხორციელდა ყველა ის საჭირო ღონისძიება იმისათვის, რომ მგზავრები იყვნენ დარწმუნებულნი, რომ ისინი უსაფრთხოდ იმგზავრებენ.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ისევე როგორც TAV GEORGIA, შევუერთდით COVID 19-ის შესახებ საავიაციო ინდუსტრიის ქარტიას. ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ქარტიის ხელმომწერები თავის მხრივ, ევროპის წამყვანი აეროპორტები და ავიაკომპანიები არიან. ამ ე.წ. კოვიდ ქარტიის ხელმომწერი კომპანიები ვასრულებთ იმ სტანდარტებს, რომელიც აუცილებელია პანდემიასთან ბრძოლაში. ასევე ყოველკვირეულ რეჟიმში ვცვლით იმ ინფორმაციას თუ როგორ მოქმედებს ეს სტანდარტები და რა შეიძლება იყოს გაუმჯობესებული ამ კუთხით. ყველა აეროპორტში დავაყენეთ შესაბამისი აღჭურვილობა და გადამზადდა პერსონალი იმისათვის, რომ მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული ვირუსის გავრცელება”,-  გაცხადებს EuroNews Georgia-თან პირდაპირ ეთერში “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორი.

თამარ არჩუაძე ამბობს, რომ COVID-19-გან გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, საქართველოს აეროპორტებს პარტნიორი ავიაკომპანიები არ დაუკარგავს და როგორც კი ეპიდვითარება ამის საშუალებას შექმნის ისინი საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას განაახლებენ.

“არც ერთი პარტნიორი ავიაკომპანია არ დაგვიკარგავს. მათთან ყოველდღიურ კონტაქტში ვართ. ვინაიდან ისე სწრაფად იცვლება ვითარება საავიაციო ბაზარზე, რომ შეიძლება ითქვას კვირაში ერთხელ ახალ-ახალ გრაფიკებს ვათანხმებთ. და ეს გრაფიკები არის არა მხოლოდ 2020 წლის, არამედ არის 2021 წლისაც. წინასწარ უკვე გვაქვს მონახაზი რამდენი ფრენა გვექნება და რა მიმართულებებით. თუმცა ეს დამოკიდებულია მსოფლიოში არსებულ ეპიდვითარებაზე და თუ როგორ გაიხსნება საერთაშორისო საზღვრები. სამწუხაროდ მეორე ტალღის ფონზე არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ გაზაფხულიდან შევძლებთ ძალიან აქტიურად აღდგენას და გვაქვს ამის წინაპირობა. ავიატორები ვვარაუდობთ, რომ 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, რომელიც მარტის ბოლოდან იწყება, ბიზნესში აქტიურად დაბრუნებას შევძლებთ”, – აცხადებს თამარ არჩუაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები