ვაზისუბანში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

ისნის რაიონში, კერძოდ, აშოტ კურაპალატის ქუჩაზე, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის‘’ თავმჯდომარე, ირაკლი აბუსერიძე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების ხელმძღვანელ კახა გვანცელაძესთან, საკრებულოს წევრ ლევან დავითაშვილსა და ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, პროექტის დეტალებს გაეცნო და მათთან ერთად მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა განათავსა.

ადგილობრივებისთვის ახალი ბაღის მშენებლობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ რაიონში მოსახლეობის რაოდენობის ზრდის პარალელურად, ბაღებზე მოთხოვნა გაიზარდა, რასაც ჩვენ შესაბამისად ვუპასუხეთ. ახალი სააღმზრდელო დაწესებულება იქნება აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული, ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის, სადაც პატარების ღირსეული აღზრდისთვის ყველანაირი პირობა იარსებებს. საბავშვო ბაღში ცხრა ჯგუფი იფუნქციონირებს და 250- ზე მეტი აღსაზრდელი თანამედროვე და უსაფრთხო გარემოში შეძლებს სკოლამდელი განათლების მიღებას, დასაქმდება 60-მდე ადამიანი. პროექტის განხორციელებისთვის და მხარდაჭერისთვის მსურს, მადლობა გადავუხადო თბილისის მერს, კახა კალაძესა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების ხელმძღვანელს, კახა გვანცელაძეს,“ – განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

პროექტის ღირებულება 2 062 787 ლარს შეადგენს და მას შპს „ორნამენტი“ ახორციელებს. მშენებლობის დასრულება 2021 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები