ლევან დავითაშვილი: წელს რქაწითელის ფასი 20 ევროცენტზე ოდნავ მეტს შეადგენდა, რაც აღემატება ესპანეთში, იტალიაში, მოლდოვასა და ბულგარეთში ძირითად ჯიშებში ყურძენზე არსებულ ფასებს

წელს რქაწითელის ფასი 20 ევროცენტზე ოდნავ მეტს შეადგენდა, რაც აღემატება ესპანეთში, იტალიაში, მოლდოვასა და ბულგარეთში ძირითად ჯიშებში ყურძენზე არსებულ ფასებს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ პირობებში სპეკულირება, რომ საქართველოში რთველის დროს სახელმწიფოს მხრიდან არ იყო გაღებული მაქსიმალური ძალისხმევა, არის უპასუხისმგებლო განცხადება.

„სამწუხაროა, რომ საარჩევნო წელს, პოლიტიკურ ინსტრუმენტად რთველიდა ჩვენი ფერმერების ემოციებით თამაში იყო გამოყენებული.

საქართველოში ყურძნის მინიმალური ფასი, ძირითად ინდუსტრიულ ჯიშზე – რქაწითელზე,განისაზღვრა 80 თეთრით. ფასის დაფიქსირებასახელმწიფოს მხრიდან იყო არაორდინალური ნაბიჯი იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მინიმუმ 1000 ტონა ყურძენს გადაამუშავებდნენ და, შესაბამისად, სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთვებოდნენ. ამან კერძო სექტორის მოტივაცია ერთიორად გაზარდა, სხვა შემთხვევაში,სახელმწიფო კომპანიაზეწნეხი უფრო დიდი იქნებოდა. ამ მხარდაჭერით, ფერმერებმა მიიღეს გარანტია, რომ მათ ხარჯების დაფარვის და კვლავწარმოების გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემოდათ. რაც შეეხება საფერავს, ამ შემთხვევაში საბაზრო მექანიზმებით ჩამოყალიბებული 1 კგ-ის ფასი 1.40 ლარიდან 2 ლარამდე მერყეობდა.

აღსანიშნავია, რომ მევენახეობის ძალიან წარმატებულ ქვეყნებში, მაგალითად, ესპანეთსა და იტალიაში, ძირითადი ჯიშების, ყურძნის ფასი 10-15 ევროცენტის ფარგლებში მერყეობდა. თუ რქაწითელის ფასს ევროცენტებში გადავიყვანთ, ის 20 ევროცენტზე ოდნავ მეტს შეადგენდა, რაც აღემატება ევროპის ქვეყნების ზემოთ მოყვანილ მაგალითებს. მოლდოვასა და ბულგარეთში, ზოგ შემთხვევაში, ფასი 10 ევროცენტზე ნაკლებიც იყო. ევროპისრიგ ქვეყნებში ყურძენი არც დაიკრიფა და გამოყენებული იყო კომპენსაციის მექანიზმი.

ასეთ პირობებში სპეკულირება, რომ საქართველოში რთველის დროს სახელმწიფოს მხრიდან არ იყო გაღებული მაქსიმალური ძალისხმევა, არის უპასუხისმგებლო განცხადება.

სახელმწიფომ გააკეთა მაქსიმუმი, რომ გაზრდილი მოსავლის, შემცირებული გაყიდვებისა და პანდემიის გამო ჩავარდნილიტურისტული სეზონის პირობებში, მევენახე ფერმერებისთვის შეექმნა გარანტიები, რომ მათ დაებინავებინათ თავისი მოსავალი.

რომ არა სახელმწიფოს მხარდაჭერა, 25 ათასი ფერმერიდან 10 ათასი ფერმერი ფიზიკურად ვერ მოახერხებდა პროდუქტის რეალიზებასდა 100 ათას ტონამდე ყურძენი უნდა გადაყრილიყო. სახელმწიფოს მოუწია 95 ათასი ტონა ყურძნის შესყიდვა, მათ შორის, ლეჩხუმის რეგიონში,სადაც სახელმწიფო იყო ერთადერთი შემსყიდველი. ეს არის რეგიონი, რომელიც განსაკუთრებული ტურისტული მიზიდულობით გამორჩევა. აქ არ არის მსხვილი კომპანიები წარმოდგენილი, არისძირითადად საოჯახო მარნები, რომელთაპროდუქციაიყიდებოდა ტურისტულ სექტორში. ამიტომ სახელმწიფოს მოუწია ტვიშის, ცოლიკაურის, ოჯალეშისა და უსახელაურის შესყიდვა. რომ არა ეს ნაბიჯი, ადგილობრივი ფერმერები დარჩებოდნენ შემოსავლების გარეშე – ეს სოციალური მხარდაჭერის ნაბიჯიცმთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია.

რაჭაში ცხოვრების დონე რამდენჯერმეა გაზრდილი – წელს გადამუშავდა 2400 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული, როდესაც 2013 წელს ეს რესურსი იყო 400 ტონა. ამ შემთხვევაში სახელმწიფომ 1000 ტონამდე ყურძენი შეიძინა „ხვანჭკარის“ მიკროზონაში”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა,”- განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები