ეკატერინე ტიკარაძე: საავადმყოფოები გეოგრაფიულად თანაბრად გადანაწილდება და არ იქნება მხოლოდ თბილისში

“საავადმყოფოების გადანაწილება იქნება გეოგრაფიულად თანაბარი და ის არ იქნება მხოლოდ თბილისში”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი ინფექციის მართვის კომპონენტში მნიშვნელოვანია, რომ პაციენტების ლოკალიზება და განთავსება რეგიონში პაციენტის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ხდება.

„კლინიკების თანაბარი გადანაწილება და პაციენტების რეგიონებში განთავსება მნიშვნელოვანია როგორც პაციენტების, ასევე, მედპერსონალის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რადგან პაციენტების კლინიკიდან კლინიკაში, რეგიონიდან ცენტრალიზებულად გადაყვანა, მიუხედავად სპეციალური ეკიპირებისა, რისკია, როცა ისინი პაციენტთან ერთად დახურულ სივრცეში დაახლოებით 4 საათს ატარებენ. ყველა კლინიკას აქვს პროტოკოლი, როგორ უნდა უზრუნველყოს პაციენტის ჯანმრთელობის უსაფრთხოება იმ შემთხვევაში, თუ ის რისკს წარმოადგენს, მაგრამ მას არ აქვს დადასტურებული კოვიდი და, ასევე, დადასტურებული კოვიდის შემთხვევაში მოახდინოს მისი იზოლაცია და 24-72 საათის განმავლობაში დაყოვნება. ამის რესურსი საქართველოს კლინიკების უმეტეს ნაწილს აქვს და ჩვენ შესაბამისად მივყვებით იმ საქმეს, რომელიც ასევე მუშაობდა გაზაფხულზე და ამაში ახალი არაფერი არაა”, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები