Public Opinion Strategies-ის კვლევის თანახმად, “ქართულ ოცნებას” გამოკითხულთა 56% აძლევს ხმას, „ნაციონალური მოძრაობას“ – 19,9%, „პატრიოტთა ალიანსს“ – 4,6%

Public Opinion Strategies-ის მიერ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები ცნობილია.

კითხვაზე, დღეს რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები, ვის მისცემდით ხმას, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ – 56%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 19,9%, „პატრიოტთა ალიანსი“ – 4,6%, „ახალი საქართველო“ – 4,5%, „ევროპული საქართველო“ – 4,3%, „ლელო“- 3,9%, „გირჩი“ – 3,0%, „ლეიბორისტული პარტია“ – 2,2%, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“ – 1,6%.

31 ოქტომბერს, მაშინ, როდესაც საარჩევნო უბნები ოფიციალურად დაიხურება, „იმედი“ მაყურებლებს ეგზიტპოლს შესთავაზებს.

ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, Public Opinion Strategies-მა პირდაპირი ინტერვიუების მეთოდით კვლევა, 9 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა და 1518 რესპონდენტი გამოკითხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები