ცხინვალში კორონავირუსს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა, 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ე.წ.სამხრეთ ოსეთში კორონავირუსს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა, სულ 6 ლეტალური შემთხვევაა.

ასევე, ე.წ. რესპუბლიკაში ბოლო ერთ დღეში ვირუსით ინფიცირების 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან 670-ე, ხოლო 15 სექტემბერს რუსეთთან ე.წ.საზღვრის გახსნის შემდეგ 580-ე შემთხვევაა.

ე.წ.მთავარი სანიტრის, მარინა კოჩიევას განცხადებით, ინფექციურ და ბავშთა საავადმყოფოში ამჟამად 164 პაციენტი მკურნალობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები