საქართველოს საბანკო სექტორი მოგების ტრენდს უბრუნდება

ეროვნული ბანკის სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტის უფროსის, აკაკი გელაზონიას მოსაზრებით, საბანკო სექტორმა პანდემიური წელი შესაძლოა, მოგებით დაასრულოს.
„მოსალოდნელია, რომ საბანკო სექტორი წლის ბოლოსთვის ზარალიანი აღარ უნდა იყოს. შეიძლება, იყოს უმნიშვნელო მოგებაც. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის ფაქტი, რომ სესხის რეზერვებთან დაკავშირებულ ხარჯებს აღარ ველოდებით“, – აცხადებს გელაზონია.
მისი თქმით, საბანკო სექტორის ზარალი გამოიწვია იმან, რომ პანდემიის დასაწყისში ბანკებს მოუხდათ მოსალოდნელი ზარალების ერთბაშად აღიარება, თუმცა, შემდეგი პერიოდის მომგებიანობის ხარჯზე ეს ზარალი სექტორმა შეიმცირა.
საბანკო სექტორი სექტემბერშიც მოგებაზე გავიდა და ზარალი 65 მლნ ლარით შეუმცირდა. 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, ზარალი 252 მლნ ლარს მცირედით აღემატება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები