ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ კორონავირუსისგან მეხუთე პაციენტი გარდაიცვალა
ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ კორონავირუსისგან მეხუთე პაციენტი გარდაიცვალა.
„რესის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი კვაისას მკვიდრი 81 წლის ქალია, რომელმაც სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართა, მანამდე კი თვითმკურნალობას ეწეოდა.
ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ პაციენტის გარდაცვალების მიზეზი ორმხრივი პნევმონია გახდა, რომელიც მძიმედ მიმდინარეობდა.