გორის რაიონულ სასამართლოში თარაშ კანდელაკის გახმაურებული საქმის არსებით განხილვის პროცესი გადაიდო

გორის რაიონულ სასამართლოში თარაშ კანდელაკის გახმაურებული საქმის არსებით განხილვის პროცესი გადაიდო. მიზეზი სასამართლო დარბაზში ბრალდებულის გამოუცხადებლობა გახდა, რადგან ადამიანური რესურსების სიმცირის გამო პატიმრის ეტაპირება ვერ მოხერხდა.

ბრალდება თარაშ კანდელაკის მიერ ერეკლე თედიაშვილის მიმართ განხორციელებულ ქმედებას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების კვალიფიკაციას აძლევს.

ბრალდებულის დაცვა თავის მხრივ კვლავაც აცხადებს, რომ ბრალი დაუსაბუთებელია, რადგან ასეთი განზრახვა თარაშ კანდელაკს არ ჰქონია.

შეგახსენებთ, ჩხუბი, რომელსაც 18 წლის ერეკლე თედიაშვილის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მოყვა, 8 ივნისს მოხდა გორში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები