ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა, 64 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ე.წ. სამხრეთ ოსეთში კოვიდ 19-ის კიდევ 64 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რუსეთთან 15 სექტემბერს ე.წ.საზღვრის გახსნიდან 533-ე, ხოლო პანდემიის დაწყებიდან 623-ე შემთხვევაა.
ე.წ.მთავარი სანიტრის, მარინა კოჩიევას განცხადებით, ბოლო ერთ დღეში ვირუსს 65 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, სულ ე.წ. რესპუბლიკაში 4 ლეტალური შემთხვევაა.
უკვე დღეს არის მოსალოდნელი, რომ ცხინვალში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მობილური ჰოსპიტალი გაიშლება. ის ქალაქის სტადიონზე გაიხსნება და 150 პაციენტს მიიღებს.