ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გაიზარდა გარდაცვლილთა სტატისტიკაც

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ19-ით ინფიცირების კიდევ 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 3 839 დადასტურებული შემთხვევაა.

ვირუსს კიდევ ერთი პაციენტი, 1951 წელს დაბადებული მამაკაცი ემსხვერპლა, რომელიც პანსიონატ “აითარ”-ის ტერიტორიაზე გაშლილი მრავალპროფილურ მობილურ ჰოსპიტალში იყო მოთავსებული. სულ ე.წ. რესპუბლიკაში უკვე 36 ლეტალური შემთხვევაა.

გუდაუთის საავადმყოფოში 150 პაციენტი მკურნალობას, მათგან 26-ის მდგომარეობა მძიმე, ხოლო 38-ის საშუალო სიმძიმის არის. მობილურ ჰოსპიტალში კი 49 პირია მოთავსებული, სამის მდგომარეობა მძიმეა.

ვირუსის დამარცხება სულ 1464 -მა ადამიანმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები