“ქართული ოცნება”55%, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 22% – “რუსთავი2” “Survation-ის” ბოლო კვლევას ასაჯაროვებს

“დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას” – სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” დღეს ბოლო კვლევას ასაჯაროებს, რომელიც პოლიტიკური პარტიების არჩევნების წინა რეიტინგს ასახავს.

“Survation-ის” კვლევის შედეგები ასეთია:

მთავარი კითხვა: დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას ?

“ქართული ოცნება” – 55%

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 22 %

“გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი” – 5%

“ლელო” – 4%

“ევროპული საქართველო” – 4%

“პატრიოტთა ალიანსი” – 3%

“გირჩი” – 2%

“ლეიბორისტული პარტია” -2%

სხვა პარტიებს ხმას აძლევს – გამოკითხულთა 3%.

კითხვაზე, დარწმუნებული ხართ, რომ სწორედ თქვენ მიერ დასახელებულ პარტიას დაუჭერთ მხარს?

ამაში სრულიად დარწმუნებულია – 70%

მეტ-ნაკლებად დარწმუნებულია – 24%

მხოლოდ მცირედ ვარ დარწმუნებული – 3%

და სრულიად არ ვარ დარწმუნებული – 3%

ბრიტანულმა ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანია “Survation-მა “, რომელიც “რუსთავი 2-ის” დაკვეთით არჩევნების დღეს ეგზიტპოლს ჩაატარებს, ამჯერად 1 210 რესპოდენტი გამოკითხა.

საველე სამუშაოები ჩატარებულია 16-20 ოქტომბერს და მისი ცდომილება 3.5 მეათედი პროცენტია. ეს არის ყველაზე ახლო კვლევა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები