ამირან გოგიტიძე: რუსთავში გარდაცვლილი 21 წლის მამაკაცი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული იყო

სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსის, ამირან გოგიტიძის განცხადებით, რუსთავში 21 წლის მამაკაცის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის უეცარი გაჩერება გახდა.

მისივე თქმით, მამაკაცი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული იყო.

“აღნიშნული პირი იყო კოვიდგამოჯანმრთელებული, 3 ოქტომბერს იგი მოთავსდა საკარანტინე სივრცეში კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო. საკარანტინე პერიოდის გასვლის შემდეგ მოხდა მისი „პისიარ“ ტესტირება და დაუდგინდა კოვიდინფექცია. შემდგომში კოვიდსასტუმროში მოხდა ექიმის მიერ მეთვალყურეობის გაგრძელება, პროტოკოლით განსაზღვრული ვადის შემდეგ მოხდა მისი გაწერა 25 ოქტომბერს. აღნიშნული პირი გამოჯანმრთელებული იყო და მისი დაკრძალვა არ მოხდება პროტოკოლის მიხედვით. დღეს იგი გარდაცვლილი ნახეს საცხოვრებელი სახლის ეზოში ასრულებდა სამუშაოებს, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ამ ეტაპზე მიიჩნევა გულის უეცარი გაჩერება. თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა”, – განაცხადა გოგიტიძემ.

ცნობისთვის, რუსთავში 21 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა, რომელმაც კოვიდსასტუმრო გუშინ დატოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები