ალექსანდრე ქანთარია: რასაც ვინმე ელდარ გოგოლაძე „ნაციონალური მოძრაობის” ბნელეთის ტელევიზიაში კადრულობს, უსინდისობის ყველა ზღვარს სცილდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალექსანდრე ქანთარია „ქართუ ჯგუფის” დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის, ელდარ გოგოლაძის მიერ „მთავარი არხის” ეთერში 25 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„ამ წუთისოფელში, ჩვენს წინააღმდეგობებით სავსე შფოთიან დროში უმსგავსობაც, უსინდისობაც, უნამუსობაც, გარეწრობაც და ღალატიც არავის უკვირს, მაგრამ იმას, რასაც ვინმე ელდარ გოგოლაძე, ბიძინა ივანიშვილის თურმე ყოფილი დაცვის უფროსი, „ნაციონალური მოძრაობის” ბნელეთის ტელევიზიაში კადრულობს, უსინდისობის ყველა ზღვარს სცილდება. უნებლიეთ ჩნდება კითხვა – ღირს კი ამდენი სიკეთის გაკეთება? გუშინ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნა; იმის წინ – დენდროლოგიური პარკი; მანამდე – საბავშვო ბაღები, ტაძრები, თეატრები, სკოლები აშენდა ან კაპიტალურად შეკეთდა. რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა მის მიერ დაფინანსებული ძვირადღირებული ოპერაციებით და კიდევ ვინ მოთვლის, სათვალავიც არეულია, რასაც ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ქვეყნისთვის აკეთებს.

2012 წლის გამარჯვება კიდევ ცალკე აღნიშვნის ღირსია. ჰოდა, ღირს ამდენი სიკეთის გაკეთება? მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ, პასუხი ცალსახაა – ღირს, ღირს, რა თქმა უნდა, ღირს! სიმართლე სინათლეა და არჩევნებამდე დარჩენილ დროში, რამდენი ტალახიც  უნდა ისროლონ, სიცრუისა და უმადურობის რა ნიაღვარიც  უნდა წამოვიდეს, სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს. 31 ოქტომბერს კი საქართველოს უმრავლესობის დიდი ნაწილი ამ სიკეთისა და გამარჯვების თანამონაწილე გახდება. გახდება, რადგან სანთელ-საკმეველი თავის გზას არასდროს კარგავს; და კიდევ, ის, რაც მარადიულია და დროს არ ექვემდებარება არის – „ბოროტსა სძლია კეთილმან…”, – წერს ალექსანდრე ქანთარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები