როგორ შეხვდა ქუჩის მხატვრობა პანდემიის მეორე ტალღას 

მსოფლიო მეორე „ლოკდაუნის“ ზღურბლზე დგას – პანდემიის ტალღა მოულოდნელად გაცილებით ძლიერი და აქტიური აღმოჩნდა, ვიდრე  – პირველი. იმის იმედი, რომ კოლექტიური იმუნიტეტი გამომუშავდებოდა და ვირუსი დროდადრო დასუსტდებოდა, უკვე აღარ არსებობს.

ბრაზილიის ქუჩის მხატვრობის ყველაზე პოპულარული პერსონაჟი – პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ, რომელიც დიდხანს უარყოფდა ახალი დაავადების სერიოზულობას და ,,მსუბუქ გრიპს,, უწოდებდა, საკარანტინე რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიოდა, ხოლო დაინფიცირების შემდეგ ხალხს მოუწოდებდა, შეეგუონ და მიიღონ შესაძლო სიკვდილი, როგორც ბედის „უკუღმართობა“.

„ვის მხარეს ხარ შენ?“ – ინტერესდება გამვლელებისგან ნახატის ავტორი, რომელმაც გამოსახა მედიკოსების ბრძოლა ვირუსთან და პრეზიდენტის შეხედულება პანდემიაზე.

შედეგად, მიღებულმა კორონავირუსულმა ტრაგედიამ ნაციონალური ლიდერის პოზიციები შეარყია, რაც მალევე გამოიხატა სახალხო ხელოვნებაში. პრეზიდენტის ტელემიმართვის დროს, რომელიც მსოფლიოს მოუწოდება, გლობალური ისტერიკა შეეწყვიტათ, ბრაზილიელები, პროტესტის ნიშნად, ფანჯრებში იხედებოდნენ და ყვიროდნენ.

რუსი ქუჩის მხატვრების ძირითადი მოტივი მედიკოსების მხარდაჭერა იყო ამ რთულ ბრძოლაში. ეს ნახატი შესრულებულია კრასნოგორსკში, კიროვის ქუჩაზე, საქალაქო საავადმყოფოსთან.

​ინდონეზიელებს ყურადღებისკენ მოუწოდებენ, ვინაიდან ქვეყანაში კორონავირუსის შეცვლილი შტამპი იქნა აღმოჩენილი, რომელიც გაცილებით ადვილად გადამდებია. ადგილობრივი მეცნიერების თქმით, ქვეყანაში ვითარება კონტროლს არ ექვემდებარება.

ინდოეთის მოქალაქეებს ყოველთვის ახსენებენ ნიღბების ტარების აუცილებლობას – ქვეყანა რიგით მეორე ადგილზეა მსოფლიოში ინფექციის გავრცელებით.

ბანგლადეშში, სადაც ასევე გავრცელებულია მუტაციაგანცდილი, გაცილებით ადვილად დამაინფიცირებელი ვირუსის ტიპი, ექიმებმა უკვე გამოაცხადეს, რომ მის საწინააღმდეგოდ შემუშავებულია ვაქცინა. მოსახლეობას მოუწოდებენ, იქამდე მაინც გაუფრთხილდნენ თავს, ვიდრე ვაქცინა კლინიკურ შემოწმებას გაივლის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები