რუსთავში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 74 წლის კაცი ემსხვერპლა

რუსთავში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 74 წლის კაცია.

ამ დროისთვის უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან გაუფრთხილებლობით განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები