ქართველ მუსიკოს-შემსრულებელთა გალაკონცერტი გაიმართება

6 დეკემბერს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში  ქართველ მუსიკოს-შემსრულებელთა გალაკონცერტი გაიმართება.
კონსერვატორიის ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობენ საერთაშორისო აღიარების მქონე ქართველი ოპერის მომღერლები:
სოპრანო, სალომე ჯიქია (მილანის ლა სკალა, ინგლისის სამეფო ოპერა) და  მეცო სოპრანო, ნანა ძიძიგური (ბაიროითის ფესტივალი, ციურიხის ოპერა).
მათ შემოქმედებით პარტნიორობას გაუწევს ცნობილი ქართველი პიანისტი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი ნათია ქავთარაძე.
პროექტის განმახორციელებლები – საქართველოს კულტურის სამინისტრო; „არტ-კლასიკი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები