“ბიბისის“ გამოძიებას უამრავი ნაკლი ან კითხვის ნიშანი აქვს; ის, რომ ვიღაცამ მეცნიერული სტატია დაწერა, არ შეიძლება, გამოძიების საკითხი იყოს, მით უმეტეს, ქვეყნის იმიჯზე ცუდად მოქმედებდეს” – რაქვიაშვილი

“ბიბისის“ გამოძიებას უამრავი ნაკლი ან კითხვის ნიშანი აქვს, მაგრამ თავისთავად ის, რომ ვიღაცამ მეცნიერული სტატია დაწერა, არ შეიძლება, გამოძიების საკითხი იყოს, მით უმეტეს, ქვეყნის იმიჯზე ცუდად მოქმედებდეს”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

„ეს უფრო მთავრობის პრობლემაა. საბოლოო ჯამში, ყველას აქვს უფლება ილაპარაკოს ის, რაც უნდა. ეს შეიძლება, მორალურად არასწორი იყოს და ჩვენ რაღაც არ მოგვეწონოს ან პოლიტიკურად არ დავეთანხმოთ, მაგრამ ის, რომ ადამიანმა რაღაც კვლევა ჩაატარა, მეცნიერულ ჟურნალში გამოაქვეყნა და ამის გამო დაკითხვაზე იბარებ, არაფერში არ წერია. არსებობს სამი ჯგუფი, ვისაც ეს ინფორმაცია ნამდვილად უნდა ჰქონდეს, ეს არის „ქართული ოცნება“, რომელმაც ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები გააკეთა, ასევე „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც არაფერი უთქვამს და მესამე არის გახარია, რომელიც იყო შს მინისტრი და პრემიერი“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები