ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, 25 ოქტომბერს, კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 3739 დადასტურებული შემთხვევაა.

გუდაუთის საავადმყოფოში ვირუსს კიდევ ორი პაციენტი ემსხვერპლა და ლეტალური შემთხვევების რიცხვი 35-მდე გაიზარდა.

გუდაუთის საავადმყოფოში 148 პაციენტი მკურნალობს, მათგან 27-ის მდგომარეობა მძიმე, ხოლო 51-ის საშუალო სიმძიმის არის.

პანსიონატ “აითარ”-ის ტერიტორიაზე გახსნილ მრავალპროფილური მობილურ ჰოსპიტალში 42 პაციენტი იმყოფება, მათგან 3-ის მდგომარეობა მძიმეა.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვირუსს დამარცხება სულ 1462 პირმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები