ავთანდილ თალაკვაძე: სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრებს კორონავირუსის გამოწვევასთან ღირსეულად გამკლავებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით

“სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრებს კორონავირუსის გამოწვევასთან ღირსეულად გამკლავებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით”,- ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი, ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამ ადამიანებს საზოგადოების მხარდაჭერა ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ.

“ვიყავით კოვიდ ინფიცირებული მოქალაქის გადასაყვანად. მინდა, ყველას გვახსოვდეს ეს ადამიანები, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრები. მათ უდიდესი წვლილი მიუძღვით ამ გამოწვევასთან ღირსეულად გამკლავებაში. ახლა ყველაზე მეტად მათ ჩვენი მხარდაჭერა ესაჭიროებათ”,- წერს ავთანდილ თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები