კანადაში ნავთობმოპოვებაზე შეზღუდვები იხსნება
კანადაში, ალბერტის პროვინციაში ნოემბრიდან ნავთობის მოპოვებაზე შეზღუდვები მოიხსნება. ამის შესახებ ალბერტის ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადეს.
“მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის დეკემბრიდან ხელისუფლება განაგრძობს საკუთარ უფლებამოსილებას ნავთობმოპოვების მოცულობის კონტროლით, ის არ შემოიღებს შეზღუდვებს”,- ნათქვამია განცხადებაში.
პანდემიამ ალბერტში ნავთობის მოპოვების შემცირება განაპირობა და ის არ აღწევს შეზღუდვებით დაწესებულ პარამეტრებს. ამასთან ერთად, პროვინცია ქვეყანაში მაინც ყველაზე მსხვილი ნავთობმომპოვებელია.
“ხელისუფლება ყურადღებით დააკვირდება ნავთობის მოპოვებას, დანაზოგს, ნავთობგამტარისა და რკინიგზის შესაძლებლობებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ წარმოება არ აღემატება ექსპორტს”,- აცხადებენ სამინისტროში.