ერდოღანი ევროპის აღსასრულის შესახებ: ევროპული ფაშიზმი ახალ დონეზე გადავიდა
“მუსულმანების წინააღმდეგ ფრონტის გახსნით, ევროპამ საკუთარი აღსასრულისთვის დაიწყო მზადება”,- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, ტაიპ ერდოღანმა, ქალაქ კაისერში სიტყვით გამოსვლისას.
აღნიშნულის შესახებ ერდოღანმა ბერლინში, მევლიანას მეჩეთში გერმანული პოლიციის ოპერაციის, განხილვისას ისაუბრა, რომელიც ოთხშაბათს მუსულმანური ლოცვების დროს ჩატარდა. გაზეთ Sabah-ის ინფორმაციით, 150 პოლიციელი სალოცავ ხალიჩებზე ჩაცმული ფეხსაცმელებით დადიოდა.
ტაეპ ერდოღანის თქმით, მსგავსი თავდასხმები მუსულმანებზე ევროპის მოქალაქეების მხრიდან მოწმობს იმას, რომ “ევროპული ფაშიზმი ახალ დონეზე გადავიდა”.