ევროპული ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე: პრემიერთან კარგი შეხვედრა შედგა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯეროვანი კომუნიკაცია მთავრობასთან, რათა უკვე პოსტ-პანდემიური გეგმაც დავსახოთ

“საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დღეს კარგი შეხვედრა შედგა. ევროპის ბიზნესასოციაციის წევრებისთვის მნიშვნელოვანია ჯეროვანი კომუნიკაციის წარმოება მთავრობასთან და კონკრეტული სფეროების ჭრილში საუბარი, რათა უკვე პოსტ-პანდემიური გეგმაც დავსახოთ”, – ამის შესახებ ევროპული ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე ჯონ ბრეკეველდტმა, პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ახლავე დაიწყოს მზადება იმ ვითარებისთვის, როდესაც ახალი კორონავირუსით გამოწვეული სიტუაცია დაცხრება.

„ახლა უნდა დავიწყოთ იმ ეტაპისთვის გეგმების შემუშავება, რათა მზად ვიყოთ იმ ვითარებისთვის, როდესაც ახალი კორონავირუსით გამოწვეული სიტუაცია დაცხრება, ეკონომიკა გაიხსნება და ყველას საჭირო დახმარება მიეწოდება,”- განაცხადა ევროპული ბიზნესასოციაციის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები