ე.წ. სამხრეთ ოსეთში უკანასკნელ 24 საათში COVID-19-ის 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ე.წ. სამხრეთ ოსეთში COVID-19-ზე 198 კვლევა ჩატარდა, მათგან 114 ტესტი დადებითია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა ექიმმა, მარინა კოჩიევამ გაავრცელა.
“სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით დაინფიცირების 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში დაინფიცირებულია 391 მოქალაქე”,- განაცხადა კოჩიევამ.
ექიმის განაცხადებით, დაინფიცირებულებიდან 127 ადამიანი მკურნალობას სტაციონარში გადის.