კახა კახიშვილი – ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე: ადამიანის სიცოცხლე არანაირ თანხად არ შეიძლება, შეფასდეს

„ზუგდიდში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ჰყავს პოლიცია, რომლის უმთავრესი საზრუნავი ადამიანების უსაფრთხოებაა და ამის გამო საკუთარი სიცოცხლის დიდი რისკის ქვეშ დაყენება შეუძლია”, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა „ქართული ოცნების” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კახა კახიშვილი 21 ოქტომბერს ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციას.

კახიშვილმა სამეგრელო-ზემო სხვანეთის პოლიციის უფროსის, ავთანდილ გალდავას საქციელი გმირობად შეაფასა.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, რომელიც სპეცოპერაციას ადგილზე ხელმძღვანლობდა. უღრმესი მადლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსს, ავთანდილ გალდავას იმ გმირობისთვის, რაც მთელმა საქართველომ ნახა. მადლობას ვუხდი ყველა იმ პოლიციელსა თუ სპეცდანიშნულების რაზმის წევრს, ვინც ოპერაციის უსისხლოდ დასრულებასა და 43 ადამიანის გადარჩენაში წვლილი შეიტანა.

ადამიანის სიცოცხლე არანაირ თანხად არ შეიძლება, შეფასდეს. უმთავრესი მიზანი – მძევლების უვნებლად გათავისუფლება, მიღწეულია. არ შეიძლება ფაქტის ეპიზოდურად შეფასება. გამოძიება მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, საქმე ბოლომდე გაიხსნება. ზუგდიდში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღეს სახელმწიფოს უმთავრესი საზრუნავი და ღირებულება ადამიანი და მისი სიცოცხლეა”, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები