134 ინფიცირებული და ერთი გარდაცვლილი – ოკუპირებულ აფხაზეთში ეპიდსიტუაცია მძიმდება
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ19-ით ინფიცირების კიდევ 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 3306 დადასტურებული შემთხვევაა.
ასევე, ბოლო ერთ დღეში ვირუსს კიდევ ერთი პაციენტი 61 წლის ქალი ემსხვერპლა, ჯამურად, ე.წ.რესპუბლიკაში უკვე 33 ლეტალური შემთხვევაა.
გუდაუთის საავადმყოფოში 148 პაციენტი მკურნალობს, მათგან 27-ის მდგომარეობა მძიმე, ხოლო 62-ის საშუალო სიმძიმის არის.
“აითარ”-ის პანსიონატის ტერიტორიაზე გახსნილ მრავალპროფილურ მობილურ ჰოსპიტალში მკურნალობას 21 პაციენტი გადის, მათგან ერთი მდგომარეობა მძიმე, ხოლო 20-ის საშუალო სიმძიმის არის.