ბოროტმოქმედთან დაკავშირებით, რომელმაც ზუგდიდში მძევლები აიყვანა, ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქვედანაყოფის უფროსის, რუსტამ ლატიპოვის თქმით, “ბოროტმოქმედს, რომელმაც გუშინ ზუგდიდში საქართველოს ბანკში მძევლები აიყვანა, საზღვარი არ გადაუკვეთავს”.

მანამდე მან გააკეთა განცხადება, რომ “სასაზღვრო ზონაში რუსეთთან ერთად ყველა საჭირო ზომა გატარდება, რომ ბოროტმოქმედი რესპუბლიკის ტერიტორიაზე ვერ მოხვდეს”.

დღეს ასევე, ე.წ.რესპუბლიკის ე.წ.უშიშროების საბჭოს ხელმძვანელმა, სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ბოროტმოქმედის “აფხაზეთში მოხვედრა არარეალურია”. ამასთან, შამბას თქმით, თუ მან მაინც მოახერხა და ტერიტორიაზე შევიდა, მას თბილისს გადასცემენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები