„გიორგი უშიკიშვილის ბოლოდროინდელი სატელევიზიო თუ სოციალური გააქტიურება „ხელოვან ხალხზე გადაყოლილი” სააკაშვილის იმიჯის შექმნის უნიჭო მცდელობაა“…

„მე, პირადად, ვფიქრობ, რომ მისი (გიორგი უშიკიშვილის) ბოლოდროინდელი სატელევიზიო თუ სოციალური გააქტიურება „ხელოვან ხალხზე გადაყოლილი” სააკაშვილის იმიჯის შექმნის უნიჭო მცდელობაა. პარტიული დავალებებით სტატუსების წერა ადვილად იკითხება“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გევრდზე ფოლკლორის ცენტრის ფირექტორის მოადგილე, გიორგი გაბუნია და ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „„კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:

„მახსოვს, 2013 წელი იყო, როდესაც ფოლკლორის ცენტრში დავიწყე მუშაობა და პირველი პერიოდი მართლაც საკმაოდ რთული აღმოჩდა იმის გამო, რომ ცენტრის ორგანიზაციულ სამართლებრივი მხარე მთლიანად მოშლილი იყო და საჭირო იყო საფუძვლიანი, ძირეული ცვლილებები.
შენობა, სადაც ცენტრია განთავსებული, მხოლოდ ორი სართული იყო ჩვენს მფლობელობაში. პირველი სართული წამგებიანი და გრძელვადიანი საიჯარო ხელშეკრულებებით იყო გაცემული, ხოლო დანარჩენი ნაწილი – სარემონტო და გაუბედურებული.
ინვენტარიზაციის შემდეგ კი ასევე გავარკვიეთ, რომ ცენტრის მნიშვნელოვანი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მოპარული და გატანილია!
ამაზე ადრეც დამიწერია და ახლა არ მოვყვები, უბრალოდ რამდენიმე საკითხს მინდა შევეხო:
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ფოლკლორის ცენტრის ყოფილი დირექტორი გიორგი უშიკიშვილი თანამდებობიდან გაანთავისუფლა აუდიტის დასვკნის საფუძველზე, სადაც მართლაც მძიმე დარღვევებზე იყო საუბარი. ამის შედეგ მან სასამართლოში იჩივლა და მოითხოვა მინისტრის ბძანების გაუქმება და სამსახურში აღდგენა. მე პირადად ვმონაწილეობდი ამ პროცესში და მოწინააღმდეგე მხარეს საკმაოდ კვალიფიციური ადვოკატები წარმოადგენდნენ, რომლებიც გააფთრებით და მართლაც მაღალ დონეზე იცავდნენ კლიენტის (უშიკიშვილის) ინტერესებს.
უშიკიშვილს ჰქონდა ყველა საშუალება, რომ თავი ემართლებინა და დაემტკიცებინა თავისი სიმართლე. სასამართლომ საფუძვლიანად გამოიკვლია ყველა დოკუმენტი და მათ შორის ის აუდუტის დასკვნა, რომლის საფუძველზეც მოხდა უშიკიშვილის განთავისუფლება და დაასკვნა, რომ მოსარჩელის (უშიკიშვილის) მოთხოვნა უსაფუძვლო იყო. შესაბამისად, არ დააკმაყოფილა მისი სასარჩელო მოთხოვნა და პირწმინდად წააგო პროცესი.
როგორც ვიცი (ზუსტად არ მახსოვს), მან ასევე გაასაჩივრა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლომ არც კი მიიღო საქმე წარმოებაში და დაუშვებლად ცნო.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, იმ პერიოდში, სახელწიფოს ღიად ჰქონდა დეკლარირებული დასაქმებულზე ორიენტირებული შრომის სამართლის პილიტიკა და ერთი მეორის მიყოლებით ხდებოდა იუსტიციის სამინისტროს, სასჯელარსრულების დეპარტამენტის, თბილისის მერიიის და სხვა სახელმწიფო უწყებების მაღალი თანამდებობის პირების სამსახურში აღდგენა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ რაიმე ღირებული არგუმენტის ან მტკიცებულების შემთხვევაში, უშიკიშვილს აუცილებლად აღადგენდნენ. შესაბამისად, სასამართლომ მიიღო სრულიად იბიექტური გადაწყვეტილება და ამ “დაჩაგრული, ნიჭიერი მენეჯერის” წინაასარჩევნო გამოხტომები, რომ თითქოს ვიღაც ფეოდალმა “ბრახ” და მოხსნა, არის სრული სიცრუე და აბსურდი. მე, პირადად, ვფიქრობ, რომ მისი ბოლოდროინდელი სატელევიზიო თუ სოციალური გააქტიურება “ხელოვან ხალხზე გადაყოლილი” სააკაშვილის იმიჯის შექმნის უნიჭო მცდელობაა. პარტიული დავალებებით სტატუსების წერა ადვილად იკითხება.
რაც შეეხება „ფოლკ რადიოს“, რომელიც მართლაც იყო საინტერესო მოვლენა ჩვენი სფეროსთვის, მინდა ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მივაწოდო საინტერესო ინფორმაცია და სიმართლე ვიცოდეთ ყველამ:
შპს „ფოლკ რადიოს“ 100-პროცენტიანი წილის დამფუძნებელი იყო და დღემდე არის ბატონი გიორგი უშიკიშვილი და სააკაშვილის თანამონაწილეობა რადიოს შემქნაში როგორია, ძალიან საინტერესოა…
მან თავისი შპს “ფოლკ რადიო” ყოველგვარი იჯარის ხელშეკრულების გარეშე, უნებართვოდ, ყოველგვარი საბუთის გარეშე, ისე, რომ საიჯარო ქირას არ იხდიდა, განათავსა ცენტრის შენობაში, რადიოს ინვენტარი შეიძინა ცენტრის ბიუჯეტიდან, ხოლო როცა თანამდებობიდან გაანთავისუფლეს, ეს ინვენტარი ხელს გააყოლა. (ეს ყველაფერი დასაბუთებულია შესაბამისი დოკუმენტებით).. სწორედ ამის გამო აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ფინანსთა სამნისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში და საქმე დღემდე წარმოებაშია. ასევე შეიცავს დანაშაულის ნიშნებს ცენტრში ჩატარებული სარემონტო სამუშაოები, სადაც ორ -ორი და სამ-სამი მიღება-ჩაბარებებია გაკეთებული ერთი და იგივე მომსახურებებზე სხვადასხვა თანხით, მათ შორის მამამისსა და მას შორის.
გარდა ამისა, კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მინდა ვთქვა რადიოს შესახებ: “მაუწყებლის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება, მაუწყებლობის სფეროში იყოს ლიცენზიის მფლობელი და სწორედ ამის გამო იყო გაკეთებული ყველაფერი მაიმუნურად. სახელმწიფოსთან მაიმუნობა კიდე არ შეიძლება. ადრე თუ გვიან, კანონის წინაშე პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება ასეა ეს…
მე, პირადად, მაინტერესებს სააკაშვილის ჩართულობა როგორი იყო ამ საქმეში.. მაგალითად, საინტერესოა რადიოსიხშირის შეძენა როგორ მოხდა, რომელიც რამდენიმე ათი ათასი შეიძლება, ასი ათასი ლარიც ღირდა და რომელიც ყოფილ დირექტორს, უშიკიშვილს დღემდე საკუთრებაში და გაქირავებული აქვს. ისევე როგორც მის საკუთრებაში იყო folk.ge-ს დომეინი და საიტი.
ჩემს ფეისბუქმეგობრებში მრავალი თანამდებობის პირია და ყველას გეკითხებით, დამისახელეთ ერთი სახელმწიფო ორგანიზაცია, რომლის დომეინი და საიტი დირექტორის საკუთრებაშია…
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი უწყებების საქმეა და ეს ჩემი საქმე არაა. საქმე აღძრულია და გამოძიება თუ შესაბამისად არ მიდის, ესეც პრობლემაა. მთავარი ის არის, რომ უშიკიშვილის განთავისუფლება მოხდა ობიექტური მტკიცებულებების საფუძველზე, და როდესაც გამოდის და ნოსტალგიური დაჩაგრული სახით გვიყვება, თურმე როგორ ებრძოლეს, არის სიცრუე და ტყუილი. სიმართლე ნამდვილად უნდა ითქვას დიახ!“ – წერს გიორგი გაბუნია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები