„საქართველოს ბანკში“ უარყოფენ ინფორმაციას, რომ ქობულეთში მათი ინკასატორი გაძარცვეს
„საქართველოს ბანკი“ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქობულეთში მათი საინკასაციო მანქანა გაძარცვეს, უარყოფს.
როგორც ,,კვირას” ბანკში განუცხადეს, მანქანა სხვა კომპანიას ეკუთვნის.
„ეს არ არის „საქართველოს ბანკის“ კუთვნილი ინკასაციის მანქანა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მანქანა ეკუთვნის კომპანია DDG-ს. დამატებითი დეტალებისთვის გთხოვთ, მიმართოთ შსს-ს“, – განაცხადეს „საქართველოს ბანკში“.
ქობულეთში ერთ-ერთი კომპანიის ინკასატორი გაძარცვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ინკასატორს, დაახლოებით, 50 000 ლარი გასტაცეს.