ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შეინიშნება ტესტების დეფიციტი – დაწესებულია პირბადის ტარების რეჟიმი
ე.წ. სამხრეთ ოსეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან 362, ხოლო 15 სექტემბერს რუსეთთან ე.წ.საზღვრის გახსნის შემდეგ 272-ე დადასტურებული შემთხვევაა.
ე.წ. მთავარი სანიტრის, მარინა კოჩიევას განცხადებით, ცხინვალის ინფექციურ საავადყოფოში ამჟამად 47 ადამიანი მკურნალობს, ხოლო ბავშვთა საავადმყოფოში, რომელიც კოვიდკლინიკად გადაკეთდა, 65 ადამიანია მოთავსებული.
მისი თქმით, ე.წ.რესპუბლიკაში ტესტების ჩასატარებელ მასალებთან დაკავშირებით “პატარა პრობლემაა შექმნილი, თუმცა, მათი მომარაგება დღეს მოხდება”.
ე.წ. რესპუბლიკაში ვირუსს 2 პაციენტი ემსხვერპლა.
რაც შეეხება ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ზომებს, გასულ კვირას დაიხურა ყველა სკოლა, რამდენიმე საბავშვო ბაღი, კოლეჯი, მუსიკალური სასწავლებელი და უნივერსიტეტი.
დღეს კი გახდა ცნობილი, რომ, “იუგოსეტპოტრებნადზორის” გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ ადგილებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.