ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 136 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3172-მდეა გაზრდილი, ბოლო ერთ დღეში 136 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ასევე, ბოლო 24 საათში ვირუსს 71 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, სულ 32 ლეტალური შემთხვევაა.

გუდაუთის საავადმყოფოში 150 ადამიანი მკურნალობს, მათგან 30-ის მდგომარეობა მძიმე, ხოლო 76-ის საშუალო სიმძიმის არის. პანსიონატ “აითარ”-ის ტერიტორიაზე გახსნილ მრავაპროფილურ ჰოსპიტალში 10 პაციენტია მოთავსებული.

ვირუსის დამარცხება სულ 1278-მა ადამიანმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები