IDFI- ის დირექტორი: ყველა პოლიციელი მძევალი, რომლებმაც მოხალისეობრივად ჩაანაცვლეს ბანკში აყვანილი მძევლები და გაყვნენ მძარცველ ტერორისტს გმირები არიან

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორი გიორგი კლდიაშვილი სოცილურ ქსელში ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით,  ყველა პოლიციელი მძევალი, რომლებმაც მოხალისეობრივად ჩაანაცვლეს ბანკში აყვანილი მძევლები და გაყვნენ მძარცველ ტერორისტს გმირები არიან.

“ვილოცოთ, მათი უვნებლად გამოსვლისთვის.

მადლობა და Სოლიდრობა Ჩვენს პოლიციელებს და სპეცრაზმელებს ამ რთული ოპერაციის დროს!
იმედია ყველაფერი დასრულდება პრობლემების გარეშე, ” – წერს კლდიაშვილი.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” შენობაში ერთი პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

შსს ინფორმაციით, თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებულია და ისინი პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები