ლევან იზორიამ სატელეფონო საუბარი გამართა გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში

20 ოქტომბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ სატელეფონო საუბარი გამართა გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში იან ჰეკერთან.

იან ჰეკერმა კიდევ ერთხელ გამოხატა გერმანიის მთავრობისა და ფედერალური კანცლერის მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს სუვერინიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. კანცლერის მრჩეველმა გაიხსენა 2018 წელს ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტი და საოკუპაციო ხაზთან გამგზავრება.

საუბრისას აღინიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა- „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”.

თავის მხრივ, ლევან იზორიამ მადლობა გადაუხადა იან ჰეკერს გერმანიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. აღინიშნა არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტების დაცვით ჩატარების მნიშვნელობა და ამ მხრივ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, ასევე ის ძალისხმევა, რომელიც ქართულმა მხარემ გასწია საერთაშორისო დამკვირვებლების საქართველოში ჩამოყვანის, არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების უზრუნველყოფისა და შესაბამისი მონიტორინგის მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები