ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე საგზაო ინფრასტრუქტურა განახლდა

ზუგდიდში 55 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. წლის ბოლომდე 70-ზე მეტი ქუჩა რეაბილიტირდება. სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები, გაკეთდება მიერთებები, მოეწყობა ეზოში შესასვლელები, ბორდიურები და ტროტუარები. უკვე დასრულდა ლ. ბერიასა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების რეაბილიტაცია.

განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია როგორც მოქალაქეების კომფორტული გადაადგილებისთვის, ისე – ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები