„თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობის კვლევა“ – გამოფენა

22-24 ოქტომბერს, Artarea-ს საგამოფენო სივრცეში გამოფენა – „თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა“  გაიმართება, პარალელურად, ნოემბრის ბოლომდე დაგეგმილია მოხსენებების ციკლი ამ თემის გარშემო.
ორგანიზატორების ინფორმაციით, MUA-ს გუნდი (MUA – Architecture & Placemaking) წელიწადზე მეტია მუშაობს თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობის კვლევაზე. ამ საკითხის მიმართ ინტერესი ქალაქში არსებული „უხილავი“ რესურსის აღმოჩენის სურვილმა გააჩინა. თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობის ერთიანი სურათის გამოვლენა, არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი, ამასთან, ზოგიერთი ობიექტის ადაპტაციის საკითხის წინ წამოწევა MUA-სთვის გრძელვადიანი პროცესია.

პროექტის პირველი ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება – „თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობის გამოფენა“ თბილისის არქიტექტურის ბიენალეს მონაწილეა. გამოფენა გაიმართება, Artarea-ს საგამოფენო სირვცეში, როგორც ყოფილი ინდუსტრიული ნაგებობის პოზიტიური გარდაქმნის ერთ-ერთი მაგალითი.

პროექტი მულტიდისციპლინარული ხასიათისაა და მასში ჩართულები არიან: ფოტოგრაფი Angus Leadley Brown, კურატორი და მკვლევარი ნინი ფალავანდიშვილი, CES-Creative Education Studio – ნათია სართანია და ჟურნალი „ინდიგო“.

კვლევის პროცესში მონაწილეობა მიიღეს თბილისის ოთხი უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტების სტუდენტებმა, ესენი არიან: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი.

პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია: დევი ქიტუაშვილი, გოგიკო საყვარელიძე, ნატალია ნებიერიძე;
პროექტის თანაავტორი და კოორდინატორი: თათა გაჩეჩილაძე;
კურატორი: ნინი ფალავანდიშვილი;
ფოტოგრაფი: ანგას ლედლი ბრაუნი;
ხმა: ნათია სართანია CES;
ვიდეო: ჟურნალი „ინდიგო“.
პროექტის მონაწილეები MUA-ს გუნდიდან არიან: ანა მარდალეიშვილი, ქეთი კაჭარავა, გიგა ქარელი, დავით წელაური, უჩა ზღუდაძე და ლილუ ძიმისტარიშვილი.

კვლევის მონაწილეები: ანა ყიფიანი, ანი ჩუხრუკიძე, ანანო კვაჭანტირაძე, გიორგი რეხვიაშვილი, ნინო თოგოშვილი, თამარ ხარებაშვილი, თამუნა ჩერქეზიშვილი, მაქი კვიციანი, დეა ტრაპაიძე, ნინოლა ჯინჯიხაძე, ნინო გოცირიძე, სალი კახაბერი, ირინა მასხულია, ნიკალა ღლონტი, რატი კუპატაძე, ანა თვარაძე, გიორგი სართანია, ლუკა გვანცელაძე.

29 ოქტომბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ონლაინლექციების სერია ინდუსტრიული მემკვიდრეობის თემატიკის გარშემო. ლექციებისთვის მოწვეული სტუმრები არიან: ნინი ფალავანდიშვილი, ირაკლი ჟვანია, ჯესი ვოგლერი, დავით ბოსტანაშვილი, ალექსანდრე ჩუბინიძე და თამარ ამაშუკელი.

ონლაინ ლექციებით დაინტერესების შემთხვევაში უნდა შეივსოს ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeCWa_78O3PuUa4fIClhZ-pVAaZf7WyZhYqa1PPSwvo8LDKRQ/viewform?usp=pp_url

გამოფენის 3D ვერსია განთავსდება არქიტექტურის ბიენალეს ვებგვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები