სოფელ გვიშტიბში დევნილებისთვის მშენებარე კორპუსებისთვის წყალარინების ქსელი მოეწყო
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მშენებარე 8 კორპუსის წყალარინების (კანალიზაციის) ქსელის მოწყობის სამუშაოები დაასრულა.
როგორც ,,კვირას” წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, მოეწყო კანალიზაციის ჭები, გამყვანი კოლექტორი და წყალარინების ქსელი.
სამშენებლო სამუშაოებს 128 549 ლარი მოხმარდა.
“მშენებარე საცხოვრებელი კორპუსები 560 დევნილ ოჯახზეა გათვლილი.
იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხვრებელი კორპუსების მშენებლობის პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
დარჩენილი 6 კორპუსის მშენებლობა ეტაპობრივად – 2021 წლის გაზაფხულისთვის დასრულდება, რის შემდეგაც, ჯამურად – 1800-მდე მაცხოვრებელი წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს”, – ნათქვამია წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციაში.