„ალტერნატიული სახელოვნებო პლატფორმები პანდემიის პერიოდში“ – პანელ-დისკუსია

21 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის ფოტოგრსაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში, პანელ-დისკუსია გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პანელ-დისკუსიის თემაა, რა გავლენა მოახდინა „COVID 19“-ის პანდემიამ თბილისის სახელოვნებო სცენაზე მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ცდილობს ახალ რეალობას აუღოს ალღო და ახალ გამოწვევებს უპასუხოს? როგორ შეეხო არსებული ეპიდვითარება და მასთან დაკავშირებული რეგულაციები და შეზღუდვები ალტერნატიული მუსიკის, თეატრისა და ვიზუალური ხელოვნების სფეროებს? რა გამოწვევების წინაშე დადგნენ სფეროს წარმომადგენლები, რა როლს თამაშობს სახელმწიფო არსებული სირთულეების დაძლევაში და სად არის გამოსავალი?.

პანელ-დისკუსიის მონაწილეები:
ელენე აბაშიძე -კურატორი, ინტერდისციპლინარული გამოცემა დანართი;
დათა თავაძე – რეჟისორი, სამეფო უბნის თეატრი;
მარიამ ნატროშვილი – ხელოვანი;
ნაჯა ორაშვილი – თანადამფუძნებელი, კლუბი ბასიანი;
გვანცა ჯიშკარიანი – ხელოვანი და კურატორი, Patara Gallery.

დისკუსიის მოდერატორი: ელენე კაპანაძე -კურატორი, The Why Not Gallery.

ლექციაზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაციის გავლა ბმულზე: https://doodle.com/poll/f7ctyeg77emhig3i

ფიზიკურ მსმენელთა შეზღუდული რაოდენობის გამო ლექციის პირდაპირი ტრანსლაცია ხელმისაწვდომი იქნება თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმის ფეისბუქგვერდზე – https://www.facebook.com/tbilisiphotographyandmultimediamuseum

პროექტი ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ და თბილისის ფოტოგრაფიისა და  მულტიმედიის მუზეუმის ხელშეწყობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები