20 ოქტომბერი ზაზა პაპუაშვილის დაბადების დღეა

20 ოქტომბერი მსახიობის, პოლიტიკოსისა და რეჟისორის ზაზა პაპუაშვილის დაბადების დღეა.
დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1986 წელს.

1986 წლიდან არის რუსთაველის თეატრის მსახიობი. აღსანიშნავი როლებია: კირილე მიმინოშვილი („სამანიშვილის დედინაცვალი”), კლავდიუსი („ჰამლეტი”), სეხიზმუნდოც („ცხოვრება სიზმარია”), მასხარა („მეფე ლირი”), იანგ ზუნი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი”), მაკბეტი („მაკბეტი”), მინდია („ლამარა”), ბაჩა („მერე რა რომ სველია სველი იასამანი”), პანტალონე („ქალი გველი”), ჰამლეტი („ჰამლეტი”), მალვოლიო („როგორც გენებოთ ანუ შობის მეთორმეტე ღამე”), ესტრაგონი („გოდოს მოლოდინში”), დარისპანი („დარისპანის გასაჭირი”), სევდიანი უცნობი („ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი”). დადგმული აქვს სპექტაკლები ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობისა და შოთა რუსთაველის სახელობის დარამატულ თეატრებში.

იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016)
მიიღო საქართველოს სახელმწიფო პრემია; ლადო მესხიშვილის სახელობის პრემია.
არის თეატრალური საზოგადოების ჯილდო „ოქროს ნიღაბის” მფლობელი, მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები