ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმი, მაგიური ელემენტებით (ვიდეო)

ალექსანდრე კობერიძე ახალ სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობს მაგიური ელემენტებით. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმის საბოლოო სახელწოდება ჯერჯერობით ცნობილი არ არის. მონტაჟი უკვე დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ფერის კორექციაზე.
ფილმი ახალგაზრდა ქალისა და კაცის ამბავზეა, რომლებიც შემთხვევით გაიცნობენ ერთმანეთს, შეუყვარდებათ, მეორე დღეს კი განსხვავებული გარეგნობით იღვიძებენ და ერთმანეთს ვეღარ პოულობენ.
ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით იქმნება და იგი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა.

ვიდეოს ავტორები: შოთა (ზამზა) იმნაძე და ბასა ხარაზი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები