გიორგი ნებიერიძის „აპოსტროფი“ თბილისში

22 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი გიორგი ნებიერიძის საჯარო ლექციას უმასპინძლებს, რომელსაც  „აპოსტროფი“ ჰქვია.

ორგანიზატორების ინფორმაციით, გიორგი ნებიერიძის ფოტოგრაფია თბილისში და ბერლინში მცხოვრები 90-იანი წლების თაობის ახალგაზრდების პირადი სივრცის დოკუმენტაციაა, კერძოდ კი, იმ თაობისა, რომელიც თანამედროვე საზოგადოების ფორმირებას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს.

მოდერატორი: ნესტან ნიჟარაძე – თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმისა და თბილისის ფოტოფესტივალის თანადამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

ლექციის პირდაპირი ტრანსლაცია ხელმისაწვდომი იქნება თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის ფეისბუქგვერდზე – https://www.facebook.com/tbilisiphotographyandmultimediamuseum

პროექტი ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ და თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის ხელშეწყობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები