„გელათის დროებითი გადახურვის პროექტი მაქსიმალურად უზრუნველყოფს ტაძარში წყლის ჩადინების არიდებას“

„გელათის დროებითი გადახურვის პროექტი სამონასტრო კომპლექსის წინაშე არსებულ გამოწვევებს სრულად პასუხობს და მაქსიმალურად უზრუნველყოფს ტაძარში წყლის ჩადინების არიდებას“, –  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გელათის სარესტავრაციო სამუშაოების შესახებ  ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

„გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე სარესტავრაციო პროცესის ფარგლებში დროებითი გადახურვების მოწყობა ბოლო დღეების განმავლობაში დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. მთავარ ტაძარზე პროექტის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების მიხედვით, თუნუქის საბურველით უკვე დაიხურა სხვადასხვა არქტიტექტურული სეგმენტები, სადაც დროებითი სახურავის ახლად დამზადებული კრამიტით ჩანაცვლება მომავალი წლიდან დაიწყება. ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე (ეკვდერებზე, კარიბჭეებზე, საკურთხეველზე, პასტოფორიუმებზე, ნართექსსა და მკლავებზე) დროებითი სახურავის მოწყობა მიმდინარე წლის დეკემბრის თვემდე ეტაპობრივად დასრულდება.
ტაძრის დროებითი გადახურვის პროექტი, ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით, საპროექტო ჯგუფმა „საქართველოს მემკვიდრეობამ“ მოამზადა და მასზე სამშენებლო ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს ადრექრისტიანული და შუასაუკუნეების სექციის წევრების განხილვისა და მხარდაჭერის საფუძველზე გაიცა. პროექტი სამონასტრო კომპლექსის წინაშე არსებული კლიმატური და დროული საკონსერვაციო ჩარევის გამოწვევებს სრულად პასუხობს და მაქსიმალურად უზრუნველყოფს ზამთრის სეზონზე ტაძარში წყლის ჩადინების დაცვას.
კედლის მხატვრობის დაცვისა და ტაძარში წყლის ჩადინების არიდების მიზნით, გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე დროებითი გადახურვა შენარჩუნდება იქამდე, სანამ კრამიტის სახურავი ახალი, თიხის დაწნეხვის მეთოდით დამზადებული კრამიტით სრულად არ ჩანაცვლდება. კრამიტის ხარისხი ლაბორატორიული შემოწმების წესითა და საექსპერტო დასკვნებით იქნება დამოწმებული“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები