მარინა ენდელაძე: ვფიქრობ, რომ საწოლფონდის პრობლემა არ იქნება

“ვფიქრობ, რომ არ იქნება საწოლფონდის პრობლემა, რადგან ბევრია მსუბუქი პაციენტი და ისინი ბინაზე და სტაციონარებში რჩებიან”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ინფიცირებულები, რომელთაც, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა დასჭირდებათ, კოვიდცენტრებში გადავლენ.

„ვფიქრობ, რომ არ იქნება საწოლფონდის პრობლემა, რადგან ბევრია მსუბუქი პაციენტი და ისინი ბინაზე და სტაციონარებში რჩებიან. ის პაციენტები, რომელთა მოთავსებაც იქნება აუცილებელი, მოთავსდებიან. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

ქვეყანაში არიან კრიტიკული პაციენტებიც. მდგომარეობა უკვე პრაქტიკულად საგანგაშოა. უნდა ვთქვათ ეს სიტყვა და მივიღოთ, რომ ყველანაირად დავიცვათ რეგულაციები. ძალიან სერიოზული ვითარებაა“,-განაცხადა ენდელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები