ირაკლი შონია: გიორგი გამსახურდია სამეგრელოში საჯაროდ იღებს მონაწილეობას ყველა საზოგადოებრივ ღონისძიებაში, როგორც ერთი რიგითი ქართველი

რაც უფრო ახლოვდება 31 ოქტომბერი უფრო მძაფრდება მერაბიშვილის სისხლიანი ზონდერ ჯგუფების და სიკვდილის ბრიგადების მოწინავე ჯალათების მიკროფონ ხელთ მოგდებულთა ისტერია, – ამის შესახებ ჟურნალისტი ირაკლი შონია ფეისბუქზე წერს.

შონია გიორგი გამსახურდიასთან დაკავშირებით ანი წითლიძის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ გიორგი გამსახურდია ღონისძიებებში საჯაროდ მონაწილეობს, როგორც რიგითი მოქალაქე.

“საარჩევნო მარათონს ჩვენთან მუდამ თან ახლავს ავანტიურისტთა და ავისმზრახველთა დეზინფორმაციები და რაც უფრო ახლოვდება 31 ოქტომბერი უფრო მძაფრდება მერაბიშვილის სისხლიანი ზონდერ ჯგუფების და სიკვდილის ბრიგადების მოწინავე ჯალათების მიკროფონ ხელთ მოგდებულთა ისტერია…სისხლიან პროვოკატორთა ერთ-ერთი დეზინფორმატორი ზუგდიდიდან ანი წითლიძე საუბრობს თითქოს ზუგდიდში შექმნილ საიდუმლო შტაბზე და სადეზინფორმაციო კამპანიას შლის გიორგი გამსახურდიას წინააღმდეგ…ჯერ ერთი ზუგდიდში გახსნილი ნებისმიერი საარჩევნო შტაბი საჯაროა,მათ შორის ეროვნული მოძრაობის ვეტერანების,სადაც ამაყად ფრიალებს ეროვნული შინდისფერი დროშა,(ეროვნული სახელმწიფო ატრიბუტიკა რომელიც გაგვიუქმა ზვიად გამსახურდიას და ეროვნული ხელისუფლების მოძულე სააკაშვილმა),გახსნილი ოფისები ღიაა ნებისმიერი პატიოსანი ადამიანისთვის, მაშ სად ხედავენ საიდუმლო შტაბებს? საიდუმლო და სადამსჯელო შტაბები თავად ჰქონდათ გახსნილი შამგონაში,სადაც მათთვის არა სასურველ პიროვნებებს იტაცებდნენ მიჰყავდათ აუპატიურებდნენ და აწამებდნენ!!! ეროვნულთა ოფისში რომ შეიაროს და მამის თანამებრძოლები მოიკითხოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟმა ამის უფლება არ ააქვს? ან ძველ ხიბულაში ჩავიდეს და ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ადგილას დაწყებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნოს,საკუთარ ფიქრებთან განმარტოვდეს ახლობლებთან ერთად ან მშენებარე ტაძარში სანთელი დაანთოს ამის უფლება არ აქვს? აი,სადამდე მიდის ზღვარგადასულთა ბოროტება და უზნეობა! გიორგი გამსახურდია რაც ჩამოვიდა სამეგრელოში,საჯაროდ იღებს მონაწილეობას ყველა საზოგადოებრივ ღონისძიებაში როგორც ერთი რიგითი ქართველი,საკუთარ სამშობლოსთვის მხოლოდ სიკეთის მოსურნე და არა რაიმე სტატუს ამოფარებული ჩინოვნიკი,მას ეს არ სჭირდება!
გიორგი გამსახურდია არ მოქმედებს საიდუმლოთ,არ მოღვაწეობს კულისებიდან!
ცდებით, ძალიან ცდებით!
აქვე მინდა განვაცხადო ვის მიმართაც ასევე დაიწყო გესვლა და ცილისწამება.მადონა მაქაცარიას და დალი ლატარიას ზონდერებად მოხსენიება ღიმილის მომგვრელია,ისინი ზუგდიდის ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან!
გუშინ ასევე თამარ კორძაიას ჩატარებულ ბრიფინგზე ალექსანდრე მოწერელიას სტყორცნეს ცილისწამების ისარი…ალექსანდრე რომელიც ჯერ თავის გუბერნატორობის პერიოდში გამორჩეული იყო ქველმოქმედებით და უამრავ გაჭირვებულს,განსაკუთრებით ბავშვებს დახმარებია, მარტვილის ერთ-ერთ სოფელში ეკლესიის აღდგენას შეპირდა მრევს,ქველმოქმედება ჩაუთვალეს ამომრჩეველთა მოსყიდვათ…რა მკრეხელობაა და რა მავნებლობა! მცირე დრო რჩება არჩევნებამდე და სიმშვიდის შენარჩუნებას ვუსურვებ ჩვენს თანამებრძოლებს,სტაბილიზაციის მნიშვნელობაზე თავად გიორგი გახარიამაც გაამახვილა ყურადღება და ყველას მოუწოდა!
მოსახლეობის სურვილი და განწყობა კი არჩევნების დასრულებისას გაცხადდება,მერე კი კანონდამრღვევებმა აგონ პასუხი!!!
ps: ფოტოზე: გიორგი გამსახურდია ძველ ხიბულაში,ღურწკაიების საბედისწერო სახლში,სადაც ოფიციალური ვერსიით მოკლეს საქართველოს პირველი პრეზიდენტი!..”, – წერს ირაკლი შონია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები