ანრი ოხანაშვილი დავით გარეჯის საქმეზე: ნებისმიერი პირის დამნაშავეობის საკითხს საბოლოოდ სასამართლო დაადგენს
„ნებისმიერი პირის დამნაშავეობის საკითხს საბოლოოდ სასამართლო დაადგენს. ასე რომ დაველოდოთ გამოძიებას და ბოლოს უნდა დაველოდოთ სასამართლოს ვერდიქტს”, – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხნაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თუკი ვინმეს ბრალი მიუძღვის, ეს დადასტურებული იქნება შესაბამისი მტკიცებულებებით, რომ მან ან მათ განახორციელეს სახელმწიფოს საწინააღმდეგო მოქმედება, რაც უდრის სახელმწიფოს ღალატს.
„თუ გამოტანილი იქნება გამამტყუნებელ ვერდიქტი, ამას სასამართლო შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით გააკეთებს. ჩვენი გუნდი არავის უდანაშაულობის პრეზუმციას არ არღვევს”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.