გიორგი ვოლსკი დავით გარეჯზე: ფაქტია, რომ დოკუმენტები, რომლებიც გამოიყენეს მოლაპარაკებისას, სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში, იმ ისტორიული რეალობის ადეკვატური არ იყო

„ფაქტია, რომ ადვოკატებიც, სამწუხაროდ, ჩართულები არიან პოლიტიკურ თამაშებში, რათა თავისი ჰონორარი გაამართლონ. ფაქტია ისიც, რომ დოკუმენტები, რომლებიც გამოიყენეს მოლაპარაკებისას, სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში, არ იყო ადეკვატური იმ ისტორიული რეალობისა, რასაც ქვია დავით გარეჯის საქართველოს შემადგენლობაში არსებობა”,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფების ადვოკატების განცხადებებს.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა, სავსებით გამჭვირვალედ, სრული ინფორმაცია წარმოადგინა.

„საერთოდ არანაირი დოკუმენტი რომ არ ყოფილიყო, არ უნდა დაეთმო ხელისუფლებას პოზიცია და უნდა ეძებნა ის, რის მოძებნაც მოხერხდა ბოლო პერიოდში, ამაზე ილაპარაკა ირაკლი ღარიბაშვილმა, სავსებით გამჭვირვალედ, სრული ინფორმაცია წარმოადგინა, მაგრამ არავინ რომ არ ილაპარაკოს ამ თემაზე, საოცარია იმისთვის ბრძოლა, რომ ეს ტერიტორია, გინდა თუ არა, აზერბაიჯანს ეკუთვნის და სამწუხაროდ, ადვოკატებიც ჩართული არიან ამ ბრძოლაში იმ მხარის პოზიციებიდან, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოსი არ არის დავით გარეჯი”,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები